ეს გზა რუსეთთან მიგვიყვანს?

საქართველოს მთავრობამ რუსეთის საზღვართან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დაიწყო. ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი გზები ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს.

თავის მხრივ რუსეთიც აშენებს გზებს ჩვენთან დასაკავშირებლად. კადიროვი და პუტინი ახალ საგზაო ინფრასტრუქტურას კვერს უკრავენ.

ამის კვალდაკვალ, სამი თვის წინ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ გვითხრა, საქართველო ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებითაც უნდა ინტეგრირდეს და დერეფანი გახდესო. დერეფნად ყოფნა კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც. სარგებლის მიღება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად აკონტროლებ ამ დერეფანს და იყენებ თუ ვერა მას სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის. იმაზეც, თუ ვინაა შენი მეზობელი და რა გეოპოლიტიკური ზრახვები აქვს მას.

ყველა ვთანხმდებით, რომ გზები ეკონომიკის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ მათი დაგეგმვისას ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, მათ შორის თავდაცვის კუთხითაც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოკუპანტი მეზობლის მიმართულებით ახალი გზების მშენებლობაში არ მონაწილეობდა. თავად გვითხრეს, არაა ჩვენი კომპეტენციაო. ამიტომ გადავწყვიტეთ, საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან გაგვეგო მათ მიერ მაინც თუ იყო გათვალისწინებული სამხედრო უსაფრთხოების საკითხი გზების დაგეგმვისას. ინტერვიუზე უარი ბევრჯერ გვითხრეს. საბოლოოდ, თავმჯდომარეს ერთ-ერთ შეხვედრაზე დავხვდით.

Will this road lead Georgia to Russia?

The Georgian government has begun to improve road infrastructure toward the Russian border. Authorities say new roads will bring economic benefits.

Russia is also building new routes toward its Georgian border. President Vladimir Putin and Ramzan Kadyrov, head of the border Chechen Republic, are strong supporters of these projects.

Georgia Prime Minister Giorgi Gakharia points out the economic advantages for the country to create a north-south travel corridor. But there are questions about how much consideration has been given to national defense near an unfriendly border.

The Ministry of Defense was not involved in the construction of new roads toward Russia. The Ministry told iFact.ge that is was not their responsibility. So, we decided to ask the Roads Department if they had taken military issues into account when planning roads. Many times, they refused to give an interview. Finally, we waited for the chairman after a meeting.

ქართულ-რუსული გზების ისტორია

რუსეთის იმპერიამ, როგორც კი საქართველოში ფეხი მოიკიდა, მყისიერად გზების მშენებლობა დაიწყო. გზა მათთვის მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება. ისტორია მეორდება. 2012 წლის დეკემბრიდან რუსეთის მთავრობა ჩრდილოეთ კავკასიაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას შეუდგა. ჩვენს საზღვრებთან გზებს ახლაც გამალებით აშენებენ. “ტრანსკავკასიური მაგისტრალის” პროექტი ჩრდილოელ მეზობელს მილიარდობით რუბლი უჯდება. რუსეთი კიდევ არაა ის ქვეყანა, რომელიც გზებს მხოლოდ თავისი მოსახლეობის ეკონომიკური განვითარებისთვის აკეთებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოსახლეობა წლიდან წლამდე უფრო ღარიბდება.

History of Georgia-Russia Roads

As soon as the Russian empire gained a foothold in Georgia in 1801-year, road construction began and has always been a Russian priority. History repeats itself. Since December 2012, the Russian government has begun to improve it own road infrastructure in the North Caucasus. New roads near the Georgian border are being built, including a multi-billion-ruble Transcaucasian highway project. In the rest of Russia, many roads remain unpaved in rural areas that are becoming poorer every year.

საქართველო - ჩრდილოეთ-სამხრეთის თუ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი?

იმ ფონზე, როცა გზებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ვაშენებთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულება უყურადღებოდ გვაქვს მიტოვებული. თუ მტერი ცენტრალურ მაგისტრალზე დადგება და ქვეყანა ორად გაიხლიჩება, ისე, როგორც 2008 წლის ომის დროს იგოეთთან მოხდა, მაშინ რას ვაკეთებთ?! როგორ შემოვიტანთ ჰუმანიტარულ ტვირთს ბათუმის პორტიდან თბილისში? როგორ იმოძრავებს ჩვენი ჯარი? რა ალტერნატივა გვაქვს ამ შემთხვევაში?

რეალურად, აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი შემოვლითი გზა გვაქვს, ოღონდ რთულად გასავლელი ახალციხე-ბათუმის მონაკვეთი. მთავრობამ მისი რეაბილიტაცია 2014 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ სამუშაოები იწელება. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ ამ მონაკვეთზე “სამუშაოების პროგრესი ძალიან სუსტია.”

არადა, ეს მონაკვეთი აბრეშუმის გზის ნაწილია, რომლითაც ჩვენი მთავრობა უცხოელ პარტნიორებთან თავს ხშირად იწონებს. თუმცა, მის დასრულებას არ ჩქარობს.

სტატისტიკაც მოწმობს, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შესასრულებლად დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება უფრო მომგებიანია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობის პირობებში რუსული ტვირთების მიმოქცევა მკვეთრად იზრდება.

Georgia - North-South or East-West Corridor?

We are building roads from north to south while at the same time neglecting protection of east-west transportation routes. If Russia controls the central east-west highway and the country is split in two, as happened at Igoeti during the 2008 war, what can Georgia do? How can we bring humanitarian cargo from Batumi to Tbilisi? How will our army operate? What alternative do we have?

Georgia has a second East-West connector road, but the Akhaltsikhe-Batumi section has a difficult pass. The government began its rehabilitation in February 2014, but it has gone slowly. The Roads Department wrote to iFact.ge that "the work progress is weak on this section".

This section is a part of the modern Silk Road that the Georgia government often promotes to foreign partners. However, there has been no hurry to complete it.

Statistics show that west-east is still the most profitable international transit route, even with the dramatic increase in Russian cargos since the current government took over in 2012.

{{ 'KVESHETI_KOBI' | translate }} {{ 'SECTION' | translate }} {{ 'ARKHOTI_ROAD' | translate }} {{ 'SHATILI_ROAD' | translate }} {{ 'AVAR_KAKHETI_ROAD' | translate }}

{{ 'DESCRIPTION_OF_NEW_ROAD_PROJECTS' | translate }}

შეაფასე გზები

გაეცანით გზების პროექტების თემაზე არსებულ არგუმენტებს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე თითოეული მათგანი შეაფასეთ დადებითად (ადასტურებს პროექტების საჭიროებას) ან უარყოფითად (ეწინააღმდეგება პროექტების საჭიროებას).

Evaluate the Roads

Consider the arguments for and against these projects.